2023 წლის მსოფლიო თასის წინ, 26 აგვისტოს, ედინბურგში, ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩს შოტლანდიასთან გამართავენ. საქართველოს რაგბის კავშირმა ტესტ-მატჩი ოფიციალურად დაადასტურა.
თამაში ლეგენდარულ მარიფილდზე გაიმართება, რომელიც 1925 წელს აშენდა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს.
ტიერ 1-ის სარაგბო ქვეყნებიდან მსოფლიო თასს მიღმა სქოთებთან ყველაზე მეტჯერ – 4-ჯერ გვითამაშია. ამასთან, შოტლანდია ტიერ1-ის პირველი ნაკრები გახდა, რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა.
2023 წლის მსოფლიო თასამდე ბორჯღალოსნები კიდევ ორ გასახურებელ თამაშს გამართავენ. მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.
საფრანგეთის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს დაიწყება, საქართველო კი პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.