ნიკა მელიას და გიორგი კირთაძეს უპირისპირდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საჯარო პოსტით აქტივისტი ალექსანდრე მილორავა. მისი თქმით, გასულ წელს აქციის დაშლას მელია ფულის სანაცვლოდ ითხოვდა. პოსტში ასევე წერია, რომ მისი საუბრის ჩანაწერით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგი გამართა. მილორავა ხაზს უსვამს, რომ სუს-ის მაღალჩინოსანი ნიკა მელიას მეგობარი და გიორგი კირთაძის ნათესავია.
ჩვენ დავუკავშირდით პოსტის ავტორს, რომელმაც თქვა, რომ არანაირი მტკიცებულება თავისივე ნათქვამის არ აქვს და ნათესაობა და მეგობრობა მხოლოდ ფაქტის გამო ახსენა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მილორავას არასერიოზულს უწოდებენ და პოსტს არ აფასებენ.
ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც მილორავას ეთანხმება გიორგი მუმლაძეს ეკუთვნის. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის დამოუკიდებელ კანდიდატს, რომლის მხარდამჭერიცაა მილორავა.
პოსტს სოციალურ ქსელში კომენტარებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დიდი ნაწილი გამოეხმაურა და ისინი მილორავას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
ასევე მიუთითებენ, რომ მან საწადელს, ანუ პარტიაში მოხვედრას ვერ მიაღწია და სხვა მეთოდებს მიმართა.