გავრცელებული აუდიოჩანაწერი

10 იანვარი 2023, 12:03 748 ნახვა

მორიგი ფარული ჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და  რომლის ავთენტურობაც ჯერ დადასტურებული არ არის. აუდიოჩანაწერში, რომელიც რამდენიმე  წამიანია ისმის, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია როგორ ლანძღავს მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით.  

სათაურის მიხედვით,  ჩანაწერი სავარაუდოდ  2021 წელს, არჩევნების წინ არის  გაკეთებული. 

გავრცელებული  მასალის მიხედვით, მელიას პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მერობის კანდიდატად არ დაასახელებდნენ. მელია კონკრეტულ გვარებს არ ახსენებს შესაბამისად  უცნობია ვის  ესაუბრება  "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი