''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ბათუმის მერს მიმართავს. რევაზ ხარაზი ითხოვს, მიაწოდონ ინფორმაცია თუ რას საქმიანობს და რა გადაწყვეტილებები მიიღო იმ სათათბირო ორგანომ, რომელიც არჩილ ჩიქოვანმა დააკომპლექტა და რომელიც ავარიული სახლებისა და სამშენებლო ნებართვების საკითხს განიხილავს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ვარაუდობს, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.