მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა

09 იანვარი 2023, 15:00 795 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში  გამოიდარა. გადაუღებელი თოვის შედეგად  ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის სიმაღლემ  80 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო დაბალ ზონაში ნახევარ მეტრამდეა. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თემებთან მისასვლელი გზები თითქმის გაწმენდილია.   

ასევე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით   კურორტ „გოდერძთან“ მისვლა.    

გზების გაწმენდით სამუშაოებში 40-მდე სპეცტექნიკაა ჩართული.  ქედაში ყველა თემის ცენტრთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. მიმდინარეობს სოფლებთან მისასვლელი გზების თოვლისგან გასუფთავება.    

რაც შეეხება ელექტრო ენერგიას, ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, შეფერხებაა შუახევში, ჭვანის ხეობის რამდენიმე აბონენტისათვის. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში