თერჯოლაში ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს

08 იანვარი 2023, 19:58 675 ნახვა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. არსებული ცნობით, მკვლელობა სანადირო თოფიდან განხორციელდა.

შემთხვევა წუხელ მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში