ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარის ხელისუფლებას მოუწოდებს დაზარალებულ 12 ოჯახს საცხოვრებელი იმ 25 მილიონიანი ფონდიდან შეუძინოს, რომელიც რეგიონის ბიუჯეტშია გასათვალისწინებული. გია აბულაძის განცხადებით, მთავრობა ამ დაზარალებული ოჯახების გარდა, ბარაკებში დარჩენილ 60 ოჯახსაც ამავე ფონდიდან უნდა დაეხმაროს.. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ფონდი მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება და თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.