სოლიდარობის აქციები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად

04 იანვარი 2023, 11:41 641 ნახვა

საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში  მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან. აქციები ყველგან 18 საათზე დაიწყება. იკრიბებიან ბათუმშიც ე.წ. თავისუფლების კვარტალში.

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში’’ ამბობენ, რომ აქცია მდუმარე იქნება, თუმცა მშვიდობის ხიდიდან გადმოფენენ ბანერებს და საკუთარ მოთხოვნებს ამ ფორმით გაახმოვანებენ, აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები   შეუერთდებიან.     

ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად დღეს იგივე დროს აქციებს გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან. სოლიდარობის აქცია გაიმართება მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი