წყალტუბოს "სამგურალს" ახალი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ჰყავს

03 იანვარი 2023, 16:36 805 ნახვა

წყალტუბოს „სამგურალის“ ახალ მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭელიძე იმუშავებს - ინფორმაციას იმერული გუნდის ვებგვერდი ავრცელებს. გიორგი ჭელიძე სხვადასხვა დროს ბოლნისის ,,სიონს", ,,თელავს", თბილისის „შევარდენს“, ტყიბულის „მეშახტეს“, ქობულეთის „შუქურას“ და „საბურთალო 2“-ს წვრთნიდა.

34 წლის სპეციალისტმა „სამგურალში“ გიორგი მიქაძე შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. წყალტუბოს "სამგურალს" ასევე ახალი სპორტული დირექტორიც ეყოლება. მიხეილ აშვეთიამ აღნიშნულ პოზიციაზე ბესიკ ხაჭიპერაძე ჩაანაცვლა.

შეგახსნებთ, რომ "სამგურალმა" ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა.

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი