„თოვლის დედოფალი“ - პრემიერა ხულოში

29 დეკემბერი 2022, 20:11 1143 ნახვა

ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ორდღიანი პრემიერა დასრულდა. ჰანს ქრისტიან ანდერსენის ,,თოვლის დედოფალი“ ხულოს თეატრის მსახიობებმა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარუდგინეს მაყურებელს. რამდენიმე ამბად გაერთიანებული საახალწლო ზღაპარი განასახიერებს სიკეთისა და ბოროტების ჭიდილს, სადაც საბოლოოდ სიკეთე იმარჯვებს. სპექტაკლი აჭარის განათლების სამინისტროსა და თოჯინების თეატრის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში