დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ის ხალხი მივიდა, ვისაც პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო, გარკვეული ეჭვები დაებადა. მათ პრეზიდენტის მკაფიო პასუხი და ვრცელი განმარტება სჭირდებათ და არა გაკაპასებული მოქალაქის, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილოს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზებული შეტევა ხორციელდება.