ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

28 დეკემბერი 2022, 14:44 564 ნახვა

დაპირისპირება და ჩხუბი თბილისის საკრებულოს სხდომაზე. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ. მიზეზი კი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გამოჩენა გახდა, რომელიც ოპოზიციონერების თქმით, კორცხელის ინციდენტის მონაწილე იყო. ხმაური სხდომის დასაწყისშივე დაიწყო, სწორედ ამ ფონზე ჩააბარა კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს წლიური ანგარიში. "კორუფცია კლავს" ეწერა ბანერს, რომელიც გაშლიდან რამდენიმე წამში ჩამოახსნევინეს აქტივისტებს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი პროტესტი, რომლის პარალელურადაც ტარდება სხდომა, რომელზეც დღეს ბიუჯეტიც უნდა დაამტკიცონ. აქცია გაიმართა საკრებულოს შენობასთანაც. აქტივისტებს ბანერებზე სხვადასხვა სლოგანი ეწერათ იმ პრობლემების ჩამონათვალით, რაც მათი აზრით, დედაქალაქს აწუხებს. ქალაქის მერმა ანგარიშის წარდგენამდე დეპუტატებს სთხოვა წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი ვაკის პარკის ახალრეაბილიტირებულ შადრევანში დაღუპული 13 წლის მოზარდის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნისთვის. კალაძის თქმით, მარიტას წინაშე აქვთ ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი