სააკაშვილის შეწყალების საკითხი-პოლიტიკური შეფასებები

28 დეკემბერი 2022, 11:40 739 ნახვა

უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყნის მთავარსარდლის გადაწყვეტილებას ელოდება საერთაშორისო საზოგადოებაც და საქართველოს პრეზიდენტს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თუ ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალა, საზოგადოებასთან მიზეზების ახსნა გაუჭირდება. ამასთან მმართველი გუნდის წევრები სალომე ზურაბიშვილს განცხადებებს იხსენებენ და ვარაუდობენ, რომ ის ყოფილ პრეზიდენტს არ შეიწყალებს. მმართველ გუნდის აზრით, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდებების გათვალისწინებით ნებისმიერ პირველ პირს გაუჭირდებოდა შეწყალების გადაწყვეტილების მიღება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში