ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი გამოწვევაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერი შეეხო კანდიდატის სტატუსსაც სადაც აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს.