საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესოები დაასახელა

27 დეკემბერი 2022, 11:43 656 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისა და ‘’ნაპოლის’’ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. ნომინანტებს შორის გიორგი მამარდაშვილი და გურამ კაშია იყვნენ. სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ‘’ლანჩხუთის’’ წევრი ეთერ სულაშვილი გახდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება ‘’დინამო’’ თბილისის წევრმა ანზორ მექვაბიშვილმა მოიპოვა. რაც შეეხება სხვა ნომინაციებს: სეზონის საუკეთესო მეკარე: ლუკა კუტალაძე, საუკეთესო მცველი: ჯიმი ტაბიძე, საუკეთესო ნახევარმცველი: სანდრო ალთუნაშვილი, საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი: ჯოვინო ფლამარიონი გახდა. საუკეთესო მწვრთნელად დინამო თბილისის მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დასახელდა. ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გამოვლინდა საუკეთესო გოლის ავტორიც. ის გახდა ბათუმის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი მილან რადინი, რომელმაც გოლი „გაგრასთან საშინაო მატჩში გაიტანა. მისი გოლი ეროვნულ ჩემპიონატში გატანილ ათ საუკეთესო გოლს შორის გამოარჩიეს. 2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი