საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2022 გაიმართა.
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისა და ‘’ნაპოლის’’ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. ნომინანტებს შორის გიორგი მამარდაშვილი და გურამ კაშია იყვნენ.
2022 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ‘’ლანჩხუთის’’ წევრი ეთერ სულაშვილი გახდა.
2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება ‘’დინამო’’ თბილისის წევრმა ანზორ მექვაბიშვილმა მოიპოვა.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს :
2022 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი: ალექსანდრე აფციაური
2022 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე: ზვიად კუპატაძე.
2022 წლის სეზონის საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი: ავთანდილ რევიშვილი (მართვე).
2022 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: ლელა ჭიჭინაძე (დინამო სოხუმი)
ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ჯილდო: 17 წლამდე - 1. სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი), 2. საბა გეგუჩაძე (საბურთალო), 3. ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი);
19 წლამდე - 1. ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), 2. საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), 3. ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი)
2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.