მედიცინის დღე

23 დეკემბერი 2022, 15:21 1123 ნახვა

მედიცინის დღე აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყებამ პროფესიული დღე მიულოცა მედიკოსებს და ონკოლოგები, კარდიოქირურგები და პულმონოლოგები მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა. ჯილდო ასევე გადაეცათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. მათ შორის ორგანიზაციას ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ და იუნისეფს. მედიცინის დღე აჭარაში 1996 წლიდან აღინიშნება. დღესვე ღონისძიებაზე მედიკოსებს და არა მარტო მათ, ჯანდაცვის მინისტრმა სამინისტროს პროგრამები და მათი შედეგები გააცნო. ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა მომავალი წლის პრიორიტეტებზეც.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი