სამუშაო შეხვედრა საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით

23 დეკემბერი 2022, 15:14 483 ნახვა

სამუშაო შეხვედრა თხილამურებითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩემპიონატის საორგანიზაციო და მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა სამი ახალი საბაგირო, 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, ორი წყლის ხელოვნური რეზერვუარი, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. განხორციელდა დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია. ითქვა, რომ ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 2 000-მდე საერთაშორისო სტუმარი, რომელიც ბაკურიანში 42 ქვეყნიდან ჩავა. ჩემპიონატი 2023 წლის 16 თებერვლიდან-5 მარტის ჩათვლით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრება ჩატარდება. ჩემპიონატის პარალელურად გაიმართება გასართობი ღონისძიებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი