1991 წლის 22 დეკემბერს განვითარებული მოვლენები და სახელმწიფო გადატრიალების დაწყების პერიოდი გაიხსენეს დღეს ბათუმში. თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ და 31 წლის წინანდელი ფაქტები შეაფასეს. მათი თქმით, მომხდარი მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი იყო, რამაც ქვეყანას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ხელისუფლების დამხობის დროს საომარ დაპირისპირებას ოფიციალური მონაცემებით 113 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადატრიალება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების განდევნით და სამოქალაქო ომით დასრულდა.