ომბუდსმენის საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება

21 დეკემბერი 2022, 19:51 613 ნახვა

ვინ გახდება ქვეყნის ახალი სახალხო დამცველი კვლავინდებურად გაურკვეველია. "ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ ხერხდება, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია კონსტრუქციის მაგივრად მომართულია დესტრუქციისკენ. მას შემდეგ, რაც დახურულ კარს მიღმა ოპოზიციის და ქართული ოცნების კონსულტაციები შეთანხმების გარეშე დასრულდა, ოპოზიციასაც სახალხო დამცველთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის იმედი არ აქვს. ამბობენ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი კანდიდატის გაყვანას შეეცდება და ომბუდსმენს საერთო კონსენსუსის გარეშე აირჩევენ, რაც ვერ უზრუნველყოფს ევრო რეკომენდაციის მეთორმეტე პუნქტის შესრულებას.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი