ეკომიგრანტები -სახელწმიფო პოლიტიკა

28 იანვარი 2017, 00:00 2023 ნახვა

თხილვანაში, იმის მიუხედავად, რომ მეწყრული პროცესების ხელმეორე გააქტიურების საფრთხე არსებობს, მოსახლეობა და ხელისუფლება ბოლომდე ვერ თანხმდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 35 ოჯახი თანახმაა მთავრობის მიერ შეთავაზებულ 25 ათას ლარზე, "ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში" ჯერ ჯერობით მხოლოდ ეს 35 ოჯახი ერთვება. მთავრობის შემოთავაზებები ნაწილისთვის თანხის სიმცირის გამოა მიუღებელი. მთავრობამ მათ ხულოში მეზობელ სოფლებში განსახლება შესთავაზა, თუმცა ამას არც ადგილობრივები და არც გეოლოგები ეთანხმებიან. მთავრობა კი ამ ეტაპზე თანხის გაზრდას არ გეგმავს. მოლაპარაკებები მოსახლეობასთან 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი