ზაური შერმაზანაშვილის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვა

21 დეკემბერი 2022, 14:33 623 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ზაური შერმაზანაშვილის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვა დაიწყო. მოსარჩელე იმ ნორმებს ასაჩივრებს, რომელთა თანახმადაც მთავრობა, პარლამენტი ან სხვა უფლებამოსილი ორგანო გამოსცემს სამართლებრივ აქტს, ზღუდავს კონკრეტულ უფლებებს. მოსარჩელე განმარტავს, რომ კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს სარჩელს ვადაგასული აქტის კონსტიტუციურობის შესამოწმებლად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მართალია, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამართლებრივი აქტი ფორმალურად ძალას კარგავს, თუმცა საერთო სასამართლოებში საქმის განხილვისას, შესაძლოა პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს. მაგალითისთვის ადვოკატს პანდემიის დროს პირბადის ტარების შესახებ მთავრობის დადგენილება მოჰყავს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში