მწერალსა და ფილოლოგს ნიაზ ზოსიძეს 60 წელი შეუსრულდა. აჭარის მწერალთა სახლში მწერლის მეგობრებმა და საზოგადო მოღვაწეებმა საიუბილეო საღამოზე ნიაზ ზოსიძის შემოქმედებაზე ისაუბრეს. იგი მუშაობდა შუახევის რაიონული გაზეთის კორესპონდენტად, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის ჯერ სპეციალისტად, შემდეგ ხელმძღვანელად; გაზეთ "აჭარის" რედაქტორად, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. ავტორია წიგნების: "იერუსალიმში", "აჭარა - ფარი საქართველოსი" , "ნეტაი ადრე მოსულიყავი" , "თან მეტირება, თან მეცინება" , "გომარჯოს ფერეიდანს", "რა დამავიწყებს". ნიაზ ზოსიძეს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენი აქვს მიღებული .