ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული.
კუპატაძის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა-გასაღებას. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გრძელდება და გაიზრდება დაკავებულების რაოდენობაც“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.