ასოციაცია "ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია "ღირსეული სიბერის" მესვეურებსა და ბენეფიციარებს შეხვდა. ხელმძღვანელმა სტუმრებს ასოციაციის საქმიანობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო. სოფიო ბაკურიძემ ასოციაციას მხარდაჭერა გამოუცხადა და ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა.