სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიცია და მმართველი გუნდი უკვე მესამედ შეიკრიბა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის კაბინეტში შეხვედრა უკვე 1 საათია მიმდინარეობს. მხარეებმა არჩევანი 8 კანდიდატიდან ერთ-ერთზე უნდა შეაჩერონ, კენჭისყრა მიმდინარე კვირის განმავლობაში რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება, ახალი ომბუდსმენის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.