"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი კირთაძეს ბათუმში თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

19 დეკემბერი 2022, 15:38 1275 ნახვა

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს,  უცნობმა კაცმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კირთაძემ თავდამსხმელს ჰკითხა, ვინ გამოგზავნა და რა ერქვა, თუმცა მან არ უპასუხა.

თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ფორმულას" გადამღებ ჯგუფსაც.

" მოგვივარდა ადამიანი, რომელმაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით და კვერცხების სროლით სცადა ინტერვიუს ჩაშლა. მან ლაჩრულად სცადა, რაღაც დაედგა. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რაც საერთოდ ამ ქვეყანაში ხდება. ასეთი ადამიანების პოვნა ბათუმში უჭირდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ერთი აღმოაჩინეს. მგონია, ძალიან ცუდად მოიქცა. შეიძლება, ეს კონკრეტულ ადამიანებს არ ეხებათ, მაგრამ ის, რომ მათი ხელმძღვანელები და მაღალჩინოსნები უშუალოდ ჩართული არიან ამ ტიპის პროვოკაციების დადგმით, ეს ხომ ყველამ ვიცით. უშუალოდ მათი ხელმძღვანელები დგამენ ამ ტიპის პროვოკაციებს და ამ ბიჭებმა უნდა გამოიძიონ ის საქმე, რომელიც მისმა უფროსმა დააორგანიზა. არ ვიცი, კრიმინალური პოლიციიდან, თუ სუს-დან. ამიტომ ბუნებრივია, მოლოდინი არის ნულოვანი და რეალურად, არც ვთხოვ ამათ არაფრის გამოძიებას"- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი