ბათუმში ბავშვთა შემოქმედებითი ფესტივალი „ოქროს ფანტელები“ დაიწყო. მასში აჭარისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 500-მდე შემსრულებელი მონაწილეობს.
ფესტივალი ფოლკლორის, თანამედროვე და კლასიკური მუსიკისა და ცეკვის ნომრებს მოიცავს. ღონისძიება 27 დეკემბერს დასრულდება.