მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორი შენობის და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის, პირობითი ელექტრონული აუქციონი უკვე გამოცხადებულია, შენობებიდან ერთი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსია, მეორე კი ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. შენობების გასაყიდი ფასი 4 მილიონ 500 ათასი ლარია. საწყისი ფასის გათვალისწინებით, ინვესტორი 1 კვადრატულში, 330 ლარს გადაიხდის. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ტერიტორიაზე მინიმუმ 5 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ აუქციონიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი უნივერსიტეტს ჩაერიცხება.