ნიკა მელიასთან შეხვედრა აჭარის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა

17 დეკემბერი 2022, 20:02 742 ნახვა

ენმ-ის ბათუმის ოფისში, ნიკა მელია პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრამდე ხმაური იყო ოფისთან.

პარტიის  ლიდერს, ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი მიხეილ სააკაშვილისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდა.

აქტივისტის განცხადებით, ნიკა მელიას ბრალი მიუძღვის იმაში, რომ უმოქმედოდაა და მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს, რის გამოც, სიტყვიერი დაპირისპირება იყოს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებსა და აღნიშნულ პირს შორის.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი