საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის - „შუახევიჰესის“ მშენებლობის შესახებ ისაუბრა. მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ „შუახევიჰესის“ მშენებლობას, ინდური კომპანია თათა ფაუერი, ნორვეგიული კომპანია ქლინ ენერჯის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია აიფისის მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმო ახორციელებს, და პროცესი დასასრულს უახლოვდება. ინვესტიციის მოცულობა 416 მლნ. დოლარია. მხარეებმა ასევე "კორომხეთი ჰესის" პროექტის განხორციელების გზებზეც ისაუბრეს.