ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მეექვსედ მოიგო

17 დეკემბერი 2022, 09:58 789 ნახვა

ქართველი  ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი  ზედიზედ მეექვსედ  გახდა. 29 წლის ტალახაძის მორიგი ტრიუმფი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში შედგა.
+109 კგ. წონითი კატეგორიაში ტალახაძემ 6-დან 4 ცდა გამოიყენა.

ქართველი ძალოსანი ატაცში 208 და 215 კგ-ს გაუმკლავდა, 220-კილოგრამიანი შტანგა კი ვერ დასძლია, თუმცა, მცირე ოქრო მაინც დაისაკუთრა.

აკვრაში ლაშას 245 კგ  არ ჩაუთვალეს.
მეორე ცდაზე კი ქართველმა ეს წონა მაინც დააფიქსირა.

მესამე ცდით კი 251 კგ. დაძლია და ისევ მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ლაშა ტალახაძემ ჯამური 466 კგ-ით მესამე ოქროს მედალი მოიპოვა და კარიერაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღო.

მეორე ადგილზე 462 კგ-ით ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გორ მინასიანი გავიდა, მესამე ადგილი კი 461 კგ-ით სომეხმა ვარაზდატ ლალაიანმა მოიპოვა.

ლაშა ტალახაძე  კარიერაში  ევროპის და  მსოფლიოს  ჩემპიონატის გამარჯვებული 6-6 -ჯერ გახდა,  გარდა ამისა ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონია. 

ლაშას დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელი კი ატაცში  225 კგ, აკვრაში 267 კგ, ხოლო  ჯამური 492 კგ ს შეადგენს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი