„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს 

16 დეკემბერი 2022, 13:45 521 ნახვა

პლენარული სხდომა, რომელზეც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ, ხმაურით დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტრაფარეტები გამოფინეს მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით. ამის შემდეგ მათ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

მანამდე პარლამენტში სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც რატი ბრეგაძეს სისხლის სამართლის დამნაშავე უწოდა.

„წარმოდგენილი მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ახლა უნდა პასუხობდეს პროკურორის, გამოძიების კითხვებს, არათუ იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას რეალურად, ნაცარს აყრიდეს. მას ჰყოფნის თავხედობა, მოვიდეს და თქვენც ყველა, ჩემო კოლეგებო, დადგებით და მოუსმენთ ადამიანს, რომელიც არის სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავე. ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა. ეს ადამიანი ახლა აქ არ უნდა იდგეს, უნდა იყოს პროკურატურაში, იჯდეს და პასუხობდეს კითხვებს, რომელიც აქვს საქართველოს საზოგადოებას. ამიტომ ჩაფიქრდით თითოეული თქვენგანი. დარწმუნებული ვარ, ბატონო რატი, თქვენ ძალიან მალე აუცილებლად წარსდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე იქნებით გამოძიების უშუალო ობიექტი სისხლის სამართლის საქმეში. სააკაშვილი – რატი ბრეგაძე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში