უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას ითხოვს

16 დეკემბერი 2022, 11:25 425 ნახვა

უკრაინის ომბუდსმენიც  სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შეუშვან. ამის შესახებ დმიტრო ლუბინეცი „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ლუბინეცის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და ამიტომ აუცილებელია თავად დარწმუნდეს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი