პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო, ომბუდსმენის აპარატი მოუწოდებს, რომ სამართლებრივი რეაგირება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოახდინოს. სახალხო დამცველის აპარატში ფიქრობენ, რომ კადრების გავრცელებით საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილება, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება. მიაჩნიათ, რომ გამოქვეყნებული კადრები ეჭვქვეშ აყენებს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზების ნამდვილობას. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, მითითებული თარიღების მიხედვით ჩანაწერების უმრავლესობა ოქტომბრის დასაწყისში ან წინა პერიოდშია გადაღებული. სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, კი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესდა სწორედ ოქტომბერ-ნოემბერში.