საფრანგეთის ნაკრები ისტორიაში მეოთხედ და ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ფინალში არგენტინას დაუპირისპირდება.
ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გაიხსნა, მბაპეს დარტყმულს ტეო ერნანდესმა მახვილი კუთხიდან დაამატა და ფრანგები წინ გავიდნენ. 79-ე წუთზე კი დიდიე დეშამმა თამაშში კოლო მუანი ჩართო და ამ ნაბიჯმა გაამართლა: 44 წამში „აინტრახტის“ შემტევმა გაიტანა და თამაშის წერტილი დაუსვა.
საფრანგეთს წინა სამი ფინალიდან ორი მოგებული აქვს და ერთხელ წააგო, ხოლო არგენტინამ ფინალში ორჯერ გაიმარჯვა და სამჯერ დამარცხდა.
ფინალური შეხვედრა არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის 18 დეკემბერს გაიმართება. 17 დეკემბერს კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მაროკო ხორვატიას ეთამაშება.