ბათუმის ხელოვნების ცენტრში "ტოსკას" პრემიერა შედგა. ჯაკომო პუჩინის ოპერა ბათუმის საოპერო დასის სოლისტებმა შეასრულეს. დასმა, რომელიც არსებობის 25 წელს ითვლის "ტოსკა" პირველად ითამაშა. მთავარ როლებს ინგა ჯახუტაშვილი და ირაკლი კახიძე ასრულებენ. სამ მოქმედებიანი ნაწარმოები გერმანელი რეჟისორი ჰანს იოაჰიმ ფრეიმ დადგა. მზადება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომდევნო საპრემიერო წარმოდგენა ხელოვნების ცენტრში ხვალ გაიმართება.