ახალგაზრდული ფორუმი დასრულდა. ,,წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე’’ დაჯილდოვდნენ მონაწილეები , რომლებიც მერიის ახალგაზრდული პროგრამებში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მადლობის სიგელი გადაეცათ ,, ახალგაზრდულ ცენტრის’’ კლუბების მოდერატორებს.
ორდღიან ფორუმში 14-დან 29 წლამდე ასაკის, ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ისინი ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობდნენ.
გარდა ამისა, ექსპერტებთან ერთად ისეთი თემები განიხილეს როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა, ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაზე ინფორმირებულობა და უნარების გაძლიერება, ახალგაზრდულ სივრცეებზე ხელშეწყობის გაზრდა.