ხულოში სექსუალური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

14 დეკემბერი 2022, 11:29 674 ნახვა

სქესობრივი კავშირის იძულებისა და ფულის გამოძალვის ფაქტი ხულოში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი ადამიანი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი, როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ ეს უკანასკნელი მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს.

ერთერთმა ბრალდებულმა დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო ტელეფონით, რის შემდეგაც გააკეთა ვიდეოს ე.წ „სქრინები“ და „ფეისბუქის“ აპლიკაცია „მესენჯერის“ საშუალებით ეს ფოტოსურათები გაუგზავნა სხვებს და სანაცვლოდ დაზარალებულს გამოსძალა თანხა. დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი