მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი - უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი რუსეთის ძალებთან შეტაკების დროს, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპნენ.
ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ. ქალაქის ბახმუტი ისევ ოკუპანტების სამიზნეა.
რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 36 ქართველია დაღუპული.