მედიცინაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კუთხით მიღწეულ პროგრესთან ერთად პაციენტებისთვის მომსახურების ეს სფერო კიდევ უფრო ძვირდება, ამას თან ერთვის დაავადებულთა მსოფლიო მზარდი ტენდენცია და დაავადების გაახალგაზრდავება, ამ ყველაფრის ფონზე ონკო პაციენტების მკურნალობის ხარჯებს ზრდის და პროგრამებს აფართოებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. ძვირადღირებულ მკურნალობას უწყება რეგიონში მცხოვრებ ონკოპაციენტებს თითქმის სრულად უფინანსებს.