ჯანდაცვის მინისტრმა ხულოში მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები წარადგინა

13 დეკემბერი 2022, 17:48 637 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ხულოში მოქმედ ექიმებსა და ექთნებს ასევე მერის წარმომადგენლებს სამინისტროს მომავალი წლის პრიორიტეტები გააცნო. სიახლეები 2023 წლიდან იგეგმება როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით. სამომავლოდ კარდიოქირურგია და ონკოლოგიური დაავადებები დაფინანსდება მთლიანად, შშმ პირი მშობლები, რომლებსაც ჰყავთ ერთ წლამდე ბავშვი მიიღებენ 2000 ლარიან დახმარებას, გაფართოვდება მედიკამენტური დახმარების ბენეფიციართა რაოდენობა. სიახლეა ეკომიგრანტებისთვისაც, რომლებსაც სუბსიდირებული თანხა 30-დან 40 ათას ლარამდე გაეზრდებათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს იანვრიდან დაგეგმილ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა შუახევშიც.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი