საქართველოს პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებული მიღწევები და გამოწვევები; ფულის გათეთრების დანაშაულის გამოვლენის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის მიზნით გატარებული ღონისძიებები; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით დანერგილი სიახლეები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ისაუბრეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრის განხილვის ამოქმედების ახალ მექანიზმზე.