ბენჟამინ ტეიდიმ "დინამო" ბათუმი დატოვა

11 დეკემბერი 2022, 15:12 2039 ნახვა

"დინამო" ბათუმი ნიგერიელმა ნახევარმცველმა ბენჟამინ ტეიდიმ დატოვა. ინფორმაცია ფეხბურთელმა  სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაადასტურა და გულშემატკივარს დაემშვიდობა.

28 წლის ფეხბურთელი ბათუმურ კლუბში 2019 წლიდან ასპარეზობდა. ამ ხნის განმავლობაში მან 118 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

ტეიდი "დინამოსთან" ერთად ეროვნული ლიგისა და სუპერ თისის გამარჯვებულია.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ნიგერიელი ნახევარმცველი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი