მაროკოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

10 დეკემბერი 2022, 21:02 805 ნახვა

მაროკოს  საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს.
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკომ პორტუგალია მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა და ისტორია დაწერა.

პირველი ნახევარი მაროკოს ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა.
42-ე წუთზე პორტუგალიელი მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ ელ-ნესირმა გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში მეოედანზე რონალდუ შემოიყვანეს. უპირატესობაც ხელთ იგდო ფერნანდო სანტუშის გუნდმა თუმცა, მიუხედავად მრავლი მცდელობისა მაროკომ ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა და ნახევარფინალში გავიდა.

მაროკოს ნაკრების მეტოქე ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.
მეორე ნახევარფინალური წყვილი კი ცნობილია.  არგენტინა ხორვატიას შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი