საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის შვიდ კანდიდატს მოუსმენენ, კანდიდატები ისაუბრებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხედვებზე და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ.
პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა.
ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტში 32 კანდიდატურა იქნა წარდგენილი.