აეროპორტში დაკავებულ ემირ ისას, იგივე ცისკარა ტოხოსაშვილს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - ამ ბრალდებით დაკავებულს 10-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.