სახალხო დამცველის პოსტი დღეიდან ვაკანტურია. ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მოვალეობას პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე შეასრულებს. ვინ ჩაანაცვლებს მას სახალხო დამცველის პოსტზე, ამის შესახებ მხარეებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარე კვირას გაგრძელდება. არცერთ პარტიას პარლამენტში არ აქვს საჭირო მანდატების რაოდენობა, რომ აირჩიოს სახალხო დამცველი, რის გამოც აუცილებელია პოლიტიკური შეთანხმება.