აჭარაში კარდიოქირურგიული სერვისები სრულად ფინანსდება

08 დეკემბერი 2022, 19:55 814 ნახვა

2023 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს - გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, გაიზრდება ზოგიერთი კარდიოლოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროცენტული წილი - რომელიც არ არის განსაზღვრული DRG მეთოდით და დაფინანსდება 80- დან 100 % -ის ფარგლებში. ასევე, გაიზრდება იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 90%-მდე, რომელიც ფინანსდება DRG მეთოდით განსაზღვრული საბაზისო ღირებულების ფარგლებში. აღნიშნულ სიახლეებთან და სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი პროგრამების შესახებ, დღეს მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფლის ექიმებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს ესაუბრა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში