ჯამბულათ ხოფერიას სამხედრო პატივით დაკრძალავენ

08 დეკემბერი 2022, 17:45 516 ნახვა

25 წლის ქართველი გმირი გურიაში, მშობლიურ სახლში დაასვენეს. ჯაბა ხოფერიას ცხედარი უკრაინიდან საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 25 წლის ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. რამდენიმე დღიანი მკურნალობის მიუხედავად, იგი ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯაბა ხოფერიას სოფელ, გვიმრალაურში დაკრძალავენ. რაც შეეხება ბახმუტთან დაღუპულ კიდევ 5 ქართველს, ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო მათი ცხედრების გამოტანა ტერიტორიიდან კვლავ ვერ ხერხდება. ბახმუტი ისევ ოკუპანტების ალაყაშია - არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცხედრები რუსი ჯარისკაცების ტყვეობაში რჩება. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 33 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი